კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
მოგების გადასახადი
საზღვარგარეთ ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტის, შესყიდული ნაწილების ხარჯებში გამოქვითვა

 

კითხვა:

როდესაც გადამზიდავი კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებამ უცხოეთში შეცვალა საბურავები, აკუმულიატორი და ზეთი, რაზედაც აქვს იმ ქვეყანაში შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (გამყიდველის მიერ გაცემული ინვოისი), მაქვს სამი შეკითხვა 1.არის თუ არა უცხოეთში შესყიდვისას გადმოცემული ინვოისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი? 2. ექვემდებარება თუ არა ახალი საბურავები, აკუმულიატორი, ზეთი განბაჟებას? 3. ძველი საბურავები, აკუმულიატორი, ზეთი შეგვიძლია გადავყაროთ ნაგავსაყრელზე შეცვლის მომსახურების გაწევის ადგილას, თუ უნდა წამოვიღოთ უკან და დავასაწყობოთ ოფიციალურად დადგენილი მარაგების ჩამოწერის პროცედურამდე? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2013 წლის 30 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხარჯის გამოქვითვას რაც შეეხება  ყველა ხარჯი გამოიქვითება, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას და არის დოკუმენტურად დადასტურებული. ასევე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს სსკ-ის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან  განბაჟებას რაც შეეხება, დამოკიდებულია საქონლის კოდზე და შემოტანის პირობებზე.ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით გაცნობებთ რომ , თუ საქონელი არის ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი, მისი შამოწერა უნდა განხორციელდეს სსკ-ის 145-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by