კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
განაცემების დეკლარაციაში მიღებული სარგებლის ასახვა

კითხვა

მოგესალმებით, განაცემთა დეკლარაციაში უნდა მივუთითოთ მხოლოდ თანხის გაცემა, თუ ასევე უნდა მივუთითოთ ნებისმიერი მიღებული სარგებელი, მაგალითად: თანამშრომლის კვება უნდა დაჯამდეს და დადეკლარირდეს განაცემებში? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 21 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თუ თქვენ გულისხმობთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის (საშემოსავლო გადასახადის) ყოველთვიური  დეკლარაციას, აღნიშნული დეკლარაციის შევსების წესი განსაზღვრულია ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 31 დეკემბრის ¹ 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 37–ე მუხლით. კერძოდ, ამ  მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად,  დეკლარაციის III ნაწილის მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by