კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
ქონების გადასახადი
მიწის გადასახადი შენობა-ნაგებობაზე

 

კითხვა

მოგესალმებით, როდესაც შპს ფლობს 70 კვმ. ფართს, რომელიც განთავსებულია 500 კვმ. მიწაზე (ამონაწერის მიხედვით), მიწის გადასახადი უნდა გადაიხადოს თუ არა? თუ უნდა გადაიხადოს მიწის რა რაოდენობაზე? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 24 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by