კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
პარტნიორთა კაპიტალის გაზრდა/შემცირება

კითხვა

მოგესალმებით, მაინტერესებს შპს-ს დამფუძნებელმა კრების ოქმის საფუძველზე მოახდინა საწარმოს(შპს) კაპიტალის გაზრდა 10000 ლარით და შესაბამისად აღნიშნული თანხა შეიტანა შპს-ს საბანკო ანგარიშზე. თუ აღნიშნული დამფუძნებელი კრების ოქმის საფუძველზე მოახდენს საწარმოს კაპიტალის შემცირებას იგივე 10000 ლარით და აღნიშნულ თანხას გაიტანს საწარმოდან უჩნდება თუ არა საწარმოს (შპს) ან/და დამფუძნებელს რაიმე სახის გადასახადის გადახდის ვალდებულება. გთხოვთ მოგვწერეთ კონკრეტული პასუხი?

პასუხი

მოგესალმებით, თქვენს 2013 წლის 3 აპრილის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საწარმოს კაპიტალის შემცირების გზით წილის (ფულის) გამოტანა ნამეტის წარმოშობის გარეშე, არ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით დასაბეგრ ოპერაციას.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by