კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
დღგ-ს ჩათვლა ძველ ოპერაციებზე

 

კითხვა

გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ შპს რომელმაც დღგ-ზე რეგისტრაცია გაიარა 28 მარტს, ხოლო 1 აპრილიდან ახდენდა სხვადასხვა ხარჯების გაწევას შეუძლია თუ არა აღნიშნულ ხარჯებზე მიიღოს დღგს ჩათვლა სრულად მარტის თვეზე? (იმის გათვალისწინებით რომ მარტის ჩათვლით რეალიზაციები არ ჰქონია საერთოდ). ასევე თუ ექნებოდა მარტში რეალიზაცია მაშინ რა მოხდებოდა?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 12 აპრილის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის:
ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by