კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
დისპენსერით წყლის მიწოდება (კითხვა #2)

კითხვა

სად წერია, რომ ოფისში სადაც 9 კაცი მუშაობს დისპენსერისთვის ბოთლებით შეძენილი წყალი იბეგრება ზემოდან საშემოსავლო გადასახადით? გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი კანონმდებლობა?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 31 იანვრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საგადასახადო კოდექსის 101–ე მუხლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, ე.ი თუ წყლის საფასური გადაიხადა დამქირავებელმა, ის უნდა ჩაითვალოს სარგებლად და, შესაბამისად, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by