|
|
კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან
აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.
|
|
|
|
|
|
|
|
|
ლიზინგით მიღებული აქტივის გადასახდელების გამოქვითვა
კითხვა
მოგესალმებით, ვარ ლიზინგით აქტივის მიმღები, ყოველ თვე ვიხდი 1000 ლარს 1 წლის მანძილზე. მოგება–ზარალის მიზნებისთვის, ეს გადახდები უნდა გამოვქვითო ერთობლივი შემოსავლიდან, თუ მოვახდინო კაპიტალიზება და აქტივი როცა საბოლოოდ გადმოვა ჩემს საკუთრებაში, ვცვითო სსკ 111 მუხლის მიხედვით? წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 4 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.
შესაბამისად ლიზინგის არსის განსაზღვრა იხილეთ სამოქალაქო კოდექსის მეოთხე თავში.
საგადასახადო მიზნებისათვის სსკ მე-14 მუხლის თანახმად, მომსახურებას მიეკუთვნება ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებისათვის გადახდილი თანხა ექვემდებარება გამოქვითვას, სსკ 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად.
|
|
|
|
|
|
|
© Financial Office. All rights reserved. App development by |
|