კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
მოგების გადასახადი
აქტივის მიღება ლიზინგით

 

კითხვა

მოგესალმებით, ვარ ლიზინგით აქტივის მიმღები, ყოველ თვე ვიხდი 1000 ლარს 1 წლის მანძილზე. მოგება–ზარალის მიზნებისთვის, ეს გადახდები უნდა გამოვქვითო ერთობლივი შემოსავლიდან, თუ მოვახდინო კაპიტალიზება და აქტივი როცა საბოლოოდ გადმოვა ჩემს საკუთრებაში, ვცვითო სსკ 111 მუხლის მიხედვით? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2012 წლის 4 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.

შესაბამისად ლიზინგის არსის განსაზღვრა იხილეთ სამოქალაქო კოდექსის მეოთხე თავში.

საგადასახადო მიზნებისათვის სსკ მე-14 მუხლის თანახმად, მომსახურებას მიეკუთვნება ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებისათვის გადახდილი თანხა ექვემდებარება გამოქვითვას, სსკ 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by