კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
ქართული წარმოშობის პროდუქტი

 

კითხვა

ქართული წარმოშობის პროდუქტი, როცა ვყიდულობთ გლეხისგან, საიდან შეგვიძლია დავამტკიცოთ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა რომელია? (მუხლი 168/ 4)/ ფ)/ ქ) მიზნებისთვის)

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2012  წლის 18 ივნისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ  საგადასახადო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ იმ დოკუმენტის შედგენის წესს, რომელის ადასტურებს, რომ საქონელი წარმოებულია საქართველოში.

ამასთან,  საქართველოს საგადასახადო კოდექსის   მე-8 მუხლის 22–ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ხოლო ამავე კოდექსის  72–ე  მუხლის გათვალისწინებით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by