კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
სხვადასხვა
ქონების ლიზინგით მიღება და მისი საბალანსო ღირებულება

 

კითხვა

მოგესალმებით, მაქვს ქონება ლიზინგით მიღებული, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ქონება ჩემს საკუთრებაში გადმოდის. ლიზინგზე ყოველთვიურად გადახდილი თანხები არის მიღებული მომსახურების ხარჯი. მაინტერესებს, როდესაც ქონება გადმოვა ჩემს საკუთრებაში, რა ღირებულებით უნდა დაჯდეს აქტივად, ჩემს მიერ მთლიანად გადახდილი თანხების ჯამით თუ სხვა ღირებულებით? წინასწარ დიდი მადლობა.

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 10 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აქტივის (ძირითადი საშუალებების) ბალანსზე გატარებისას, იხელმძღვანელეთ, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტებით: ”ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები” (ბასს).





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by