კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
დიპლომატზე საქონლის გაყიდვა

 

კითხვა

დიპლომატზე 100 ლარზე მეტი ფასის საქონლის გაყიდვისას, ანგარიშ–ფაქტურის გადაგზავნა საქონლის მიწოდებამდე უნდა მოხდეს, თუ საანგარიშო პერიოდში? (996 მუხლი 68 პ. ბ)

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2012 წლის 18  ივნისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ  თუ საქონლის/მომსახურების დასაბეგრი ოპერაციის ჯამური თანხა ერთი მიწოდების ფარგლებში აღემატება 100 ლარს, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებისათვის აუცილებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ მიმწოდებელს (გამყიდველს) წარედგინოს პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათი. მოცემულ შემთხვევაში მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „ 0“, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შეიტანება დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში მიეთითება „ –“.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by