კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
მოგების გადასახადი
„საქონელი გზაში“ - საგადასახადო აღრიცხვა

 

კითხვა:

მოგესალმებით, საწარმომ შეიძინა 19000 ლარის ღირებულების საქონელი უცხოეთში, ადგილზე ქარხანაში 2012 წლის 25 დეკემბერს. გადაზიდვის მომსახურება დაუკვეთა სხვა კომპანიას და დატვირთა შესყიდვის დღეს. შეთანხმების თანახმად საქონელი საქართველოში ჩამოვა და განბაჟდება 2013 წლის 13 იანვარს. გვაინტერესებს, მოგების დეკლარაციის მე-18 გრაფაში (საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასებულებები) უნდა აისახოს თუ არა აღნიშნული 19000 ლარის ღირებულების საქონელი? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 9 ნოემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ-ის 145-ე მუხლის თანახმად,დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. 

ამასთან, "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანასთა მინისტრის ბრძანება N996-ის 41-ე მუხლის თანახმად. დეკლარაციის მე-3 ნაწილის მე-18 უჯრაში მიეთითება – სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებულისა) შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by