კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების უფლება

 

კითხვა

გამარჯობათ, გთხოვთ განმიმარტოთ რა შემთხვევაში გაიცემა მეწარმეზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა (ბრძანება 996, დანართი 06) და შეიძლება თუ არა აღნიშნული ანგ. ფაქტურის გამოყენების შემთხვევაში ელ. ზედდებულია არ გამოწერა?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2012 წლის 18 აპრილის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სპეციალური საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა (დანართი06) გაიცემა დღგ–ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდებასთან ერთად ხორციელდება მისი ტრანსპორტირება (გარდა 57-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი šIII-06 ფორმის სპეციალური საფ-ი. ამ ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by