კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
ყოველთციური საშემოსავლო დეკლარაციის 42 გრაფა (ქეისი)

კითხვა

მოგესალმებით, ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციის 43 გრაფაში რა იწერება, ანგარიშ–ვალდებულ პირზე საანგარიშო თვის ბოლო დღეს არსებული ფულადი ნაშთი, თუ ანგარიშ–ვალდებულ პირზე საანგარიშო თვის ბრუნვა, ანუ მთლიანად რა თანხა მიიღო თვის განმავლობაში, როგორც ანგარიშ–ვალდებულმა პირმა? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012  წლის 5 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დეკლარაციის III ნაწილის 42-ე უჯრაში  აისახება  ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის, ანუ უჯრაში შეიტანება თვის ბოლო დღისთვის პირის ხელთ არსებული ნაღდი ფულის მარაგი.

მაგალითი:

საწარმო „A“–ს  29 ივნისს ჰქონდა 10000 ლარი ნაღდი ფულის სახით, 2000 ლარი გასცა საქვეანგარიშოთ, ხოლო 1000 ლარი შეიტანა ბანკში.

შედეგი:

ამ შემთხვევაში დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება 7000 ლარი (10000–(2000+1000)), ვინაიდან პირს 30 ივნისისთვის ხელთ აქვს მხოლოდ 7000 ლარი.

დეკლარაციის III ნაწილის 43-ე უჯრაში აისხება  საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა.

შეიტანება თვის განმავლობაში საქვეანგარიშოთ გაცემული თანხების ჯამი.

მაგალითი:

საწარმომ თვის განმავლობაში პირზე საქვენაგარიშოთ გასცა 15000 ლარი, აღნიშნული თანხიდან პირმა 5000 ლარით შეიძინა საქონელი, ხოლო 3000 ლარი უკან დააბრუნა.

შედეგი: მიუხედავად საქონლის შეძენისა და თანხის ნაწილის უკან დაბრუნებისა, დეკლარაციის 43-ე უჯრაში აისახება 15000 ლარი.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by