კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
ქონების გადასახადი
ქონების მიწის გადასახადი თანასაკუთრებაზე

 

კითხვა

მოგესალმებით, შპს ფლობს კომერციულ ფართს, საკუთრების განყოფილებაში წერია შემდეგი მონაცემები - ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 520 კვმ. მესაკუთრეების განყოფილებაში წერია შემდეგი მონაცემები- მესაკუთრე პირობითად შპს X; საკუთრების ტიპი: საკუთრება; საკუთრება: ფართი; ფართი: 150 კვმ. ვარ იურიდიული პირი, ვეწევი ამ ფართზე ეკონომიკურ საქმიანობას, ქონების გადასახადს ფართზე ვიხდი ნარჩენი საბალანსო ღირებულებიდან, კოდექსის 202 მუხლის მიხედვით. მაინტერესებს მიწის გადასახადი უნდა გადავიხადო თუ არა, და თუ უნდა გადავიხადო რამდენ კვადრატულ მეტრზე? (რამდენ კვადრატულ მიწას ვფლობ საერთო მიწიდან, როგორ იანგარიშება?). წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 26 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203–ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა გიწევთ 520 კვადრატულ მეტრის ფართობზე.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by