კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
სხვადასხვა
სახელმწიფოსთვის ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ მიწოდება

 

კითხვა

მოგესალმებით, მაინტერესებს იურიდიულმა პირმა რომ გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ ძირითადი საშუალებები, აღნიშნული მიწოდება არის თუ არა დასაბეგრი ოპერაცია გადასახადების კუთხით?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2011 წლის 20 ოქტომბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–100 მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის 168–ე მუხლის მე–4 ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by