კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის პროცენტის დაბეგვრა

მოგესალმებით, არარეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა თანხა ასესხა რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი. სესხის მიმღებ ფიზიკურ პირს არ აქვს საგადასახადო აგენტის მოვალეობის შესრულების ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, ამავე დროს არარეზიდენტის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134 მუხლის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია მხოლოდ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

 

კითხვა:

გამოდის, რომ ჩვენს შემთხვევაში არარეზიდენტი ფიზიკური პირი არ არის ვალდებული სესხის პროცენტით მიღებული შემოსავალი დაბეგროს? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 16 ოქტომბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. 

ამავე კოდექსის 153-ე მუხლით საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ  არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.

 

კითხვა 2:

დიდი მადლობა პასუხისთვის,მაინტერესებს სესხის პროცენტის სახუთ მიღებული შემოსავალი, როდესაც გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრა, სსკ 134 მუხლის მიხედვით 5%-იანი განაკვეთით უნდა დაიბეგროს თუ 20%-ით? წინასწარ დიდი მადლობა.

 

პასუხი 2:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 16 ოქტომბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში არარეზიდენტი ფიზიკური პირი დაიბეგრება საშემოსავლოს 20%-იანი განაკვეთით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by