კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
თანამშრომლის მიერ ავტომანქანით სარგებლობა არის თუ არა მომსახურების მიწოდება?

მოგესალმებით, სსკ 101 მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომპანია აღიარებს თანამშრომლის სარგებელს და იხდის შესაბამის საშემოსავლო გადასახადს თანამშრომლის (ფიზიკური პირის) მაგივრად.

 

კითხვა:

მაინტერესებს, მანქანის პირად სარგებლობაში ყოფნა, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, აღიქმება თუ არა როგორც მიწოდება და დღგ-ს მიზნებისთვის, ზრდის თუ არა დღგ-ს გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 3 ოქტომბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული განიხილება როგორც მომსახურების მიწოდება, შესაბამისად დღგ-ს მიზნებისთვის ოპერაცია დღგ-თი დასაბეგრია.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by