კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
საწევრო გადასახადის დაბეგვრა ორგანიზაციაში

 

კითხვა

მოგესალმებით, ვარ ორგანიზაციის წევრი და ვიხდი საწევროს, მაინტერესებს იბეგრება თუ არა დღგ-თი ორგანიზაციის საწევრო გადასახადი, და თუ არ იბეგრება გთხოვთ მიმითითოთ რის საფუძველზე. წინასწარ დიდი მადლობა.

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 19 ნოემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, თუ ფაქტობრივი გარემოებებით ადგილი აქვს  საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას, აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრება დღგ-ით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by