კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საგადასახადო სანქცია
მსგავსი საქონლის მარაგების საგადასახადო აღრიცხვა

 

კითხვა:

მოგესალმებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანება 996 - ის მიხედვით: მუხლი 27. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა --1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონულად ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების გამოყენებით, იმ სავალდებულო პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ნომენკლატურული აღრიცხვა. აქედან გამომდინარე, ნაშთების აღრიცხვის მიზნებისთვის ზედნადებში მითითებული 2 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მაგალითად "ზეთი მზიური" და "ზეთი ოლეინა", შემიძლია ავსახო როგორც ერთი სასაქონლო ნომენკლატურის ჯგუფის დასახელებით - საქონელი "ზეთი"? არის თუ არა ასეთი ქმედება სამართალდარღვევა? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 14 ნოემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ერთი სასაქონლო ნომენკლატურულ ჯგუფში შემავალი საქონელი შეიძლება დაჯგუფდეს ერთი დასახელებით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by