კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის მიერ ვალის პატიება - საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულება

მოგესალმებით, ქართულ საწარმოს აქვს უცხოური საწარმოს დავალიანება. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ არარეზიდენტი საწარმო ვალის ნახევარს აპატიებს რეზიდენტ საწარმოს.

კითხვა:

მაინტერესებს, აქვს თუ არა რეზიდენტ საწარმოს საგადასახადო აგენტობის და საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება არარეზიდენტზე. წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 25  სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოგების გადასახადის გადამხდელია: არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

თუ არარეზიდენტი პირი არ არის ფიზიკური პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას  საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით, იგი იბეგრება, როგორც არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება.

არარეზიდენტი საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება სსკ-ის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე -  თანხები, რომლებიც  კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად – 10 პროცენტით. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადს მას უკავებს ჩვენი რეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო აგენტს.

 

კითხვა 2:

დიდი მადლობა დროული პასუხისათვის, თუმცა კითხვის არსი სხვა რამეში მდგომარეობდა:

როდესაც არარეზიდენტი რეზიდენტს აპატიებს ვალს, ამ ვალის პატიებაზე რეზიდენტს უწევს თუ არა საგადახდო აგენტის მოვალეობის შესრულება?

 

პასუხი 2:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 26  სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ რეზიდენტი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია.  (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ნიშნავს საგადასახადო აგენტის ფუნქიის შესრულებას).

 

კითხვა 3:

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუმცა ცოტა სხვა მიდგომა მაქვს აღნიშნულ საკითხთან:

მაშინ როდესაც გადახდა არ ხდება ვერანაირად ვერ დავაკავებთ გადახდის მომენტში გადასახადს, საგადახდო აგენტის ვალდებულება გვექმნება გადახდის მომენტში, ანუ შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ გადახდის მომენტში, ასევე ჩვენ რომ გადაგვეხადა დავალიანება, არ გვიწევდა გადახდის წყაროსთან დაკავება, რადგან დავალიანება უკავშირდებოდა საქონლის მოწოდებას.

მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა აღნიშნულ მიდგომას?

 

პასუხი 3:

ბატონო/ქალბატონო, 

თქვენს 2013 წლის 27  სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პირისთვის ვალის ჩამოწერით მიღებული სარგებელი. შესაბამისად, ეს თანხა ჩაირთვება პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ ექვემდებარება გამოქვითვას. (თუ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან). 

რაც შეეხება საგადასახადო აგენტის ფუნქციას, არაერთგვაროვანი მიდგომის გამო ეს საკითხი განხილვის პროცესშია და პასუხი გეცნობებათ მოგვიანებით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by