კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
ქონების გადასახადი
ქონების გადასახადის მიზნებისთვის საგადასახადო წელი

 

კითხვა:

2011 წლის 15 დეკემბერს დარეგისტრირებული შპს, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თუ აქვს 2011 წელზე? საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59 მუხლის 3 პუნქტის მიხედვიტ, თუ კომპანია დარეგისტრირებულია 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, მისი პირველი საგადასახადო პერიოდი არის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით საგადასახადო პერიოდად ქონების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება კალენდარული წელი? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 7 ნოემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ-ის 205-ე მუხლის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებმიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

 

კითხვა 2:

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, 205-ე მუხლის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი, თუმცა სსკ 59-ე მუხლის 3 ქვეპუნქტის მიხედვით:. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სავარაუდოდ წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული პუნქტები, თუმცა სსკ 59/3 უფრო კონკრეტულად ასახავს სიტუაციას და უპირატესობა მას ხომ არ ენიჭება?

 

პასუხი 2:

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2013 წლის 8  ნოემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების (რეგისტრაციის) დღიდან ამ წლის ბოლომდე. ამასთანავე,  ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნების დღედ ითვლება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების დღე.

თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მონაკვეთი  დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 
ამასთან, აღნიშნული ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლს.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by