კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საგადასახადო სანქცია
საქონლის დანაკლისის დროს დაჯარიმება

 

კითხვა

მოგესალმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის, 9 პუნქტის მიხედვით: დანაკლისის შემთხვევაში პირი ჯარიმდება სარეალიზაციო ფასის 50%-ით, და დანაკლისი აღიარდება საბაზრო ფასით მიწოდებად. როდესაც დანაკლისი შეეხება მზა პროდუქტს, სარეალიზაციო ფასი აშკარაა, მაგრამ როცა დანაკლისი გვაქ მზა პროდუქციის საწარმოებლად შესყიდულ ნედლეულში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მზა პროდუქტში, რის მიხედვით დგინდება მისი საბაზრო ფასი: მზა პროდუქტში წილის პროპორციულად (რომელიც განსხვავებული იქნება სხვადასხვა მზა პროდუქტში და ავიღებთ იმ წილის სარეალიზაციო ფასს, რომელიც ყველაზე დიდია); თუ შესყიდვის დროს შესყიდვის მაქსიმალური ფასით?

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 1 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ–ის 286–ე მუხლის მე–9 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად,  საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა −  იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო
-
მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მათზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება;

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by