კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ მომსახურებაზე დღგ-ს ჩათვლა

 

კითხვა

მაინტერესებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიდან თუ ხდება დღგ-ს ჩათვლა და რომელ საანგარიშო პერიოდზე ხდება ჩათვლა მომსახურების გაწევის პერიოდზე თუ მომსახურების გადახდის პერიოდზე?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 20 თებერვლის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ამავე კოდექსის 174–ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას,მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by