კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდის გაცემა უცხოურ ვალუტაში

კითხვა

გთხოვთ მიგვითითოდ კანონმდებლობა ზღუდავს თუ არა დივიდინდის აშშ დოლარში გაცემას და თუ არ ზღუდავს როგორ გამოვიანგარიშოთ დივიდენდის თანხა ლარებში?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 8 თებერვლის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ არასაგადასახადო კანონმდებლობით რეგულირებადი საკითხები სცილდება ჩვენს კომპეტენციას.

რაც შეეხება დაბეგვრას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73–ე მუხლის მე–10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ასევე სატარიფო ღირებულების და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში:

ა) ოპერაციის დღისათვის/სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by