კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
სხვადასხვა
პირის რეზიდენტობის განსაზღვრა

 

კითხვა

მოგესალმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34 მუხლის, 2 პუნქტის მიხედვით უნდა დადგინდეს ფიზიკური პირის რეზიდენტობა. მაინტერესებს ვის ეკისრება ვალდებულება დაადგინოს პირის რეზიდენტობა, დამქირავებელს, თუ დაქირავებულს. აუცილებელია თუ არა ყველა დაქირავებულს მოვთხოვოთ რეზიდენტობის ცნობა? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 11 აგვისტოს ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ–ის 34–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. 

ზემოაღნიშნული პირობიდან გამომდინარე,  თუ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებით მუშაობს საქართველოში, ასეთ შემთხვევაში რეზიდენტობის დამადასტურებელი არანაირი ცნობა არ სჭირდება.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by