კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
საშემოსავლო დეკლარაციის 43 გრაფა

კითხვა

მოგესალმებით, ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციის 43 გრაფაში რა იწერება, ანგარიშ–ვალდებულ პირზე საანგარიშო თვის ბოლო დღეს არსებული ფულადი ნაშთი, თუ ანგარიშ–ვალდებულ პირზე საანგარიშო თვის ბრუნვა, ანუ მთლიანად რა თანხა მიიღო თვის განმავლობაში, როგორც ანგარიშ–ვალდებულმა პირმა? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012  წლის 4 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ,  რომ ყოველთვიური დეკლარაციის 42–ე უჯრაში აისახება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსათვის, ხოლო 43–ე უჯრაში– საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული თანხა (და არა ნაშთი).





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by