კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
კომუნალურების გამოქვითვა ფიზიკური პირის მიერ

კითხვა

მოგესალმებით, გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირი, როდესაც ფართს აქირავებს 500 ლარად და ამ ფართზე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იხდის კომუნალურებს 200 ლარისას, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება 500 ლარი თუ 300 ლარი? ანუ შეუძლია თუ არა ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები გამოქვითოს? წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის.

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 19 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გადამხდელად რეგისტრირებულ ფ/პირს შეუძლია ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯად გამოქვითოს კომუნალური გადასახადები მის მიერ იჯარით გაცემულ კომერციულ ფართზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარჯები, თანახმად სსკ–ის 105–ე მუხლისა, გაწეული იქნება უშუალოდ ეკონომიკური საქმიანობისათვის და ამასთანავე, დოკუმენტურად იქნება დადასტურებული.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by