კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
მოგების გადასახადი
კორპორატიული ბანკეტის ხარჯები

 

კითხვა

შპს გეგმავს კორპორატიულ ბანკეტს თანამშრომლებისთვის, აღნიშნული ბანკეტზე გაწეული ხარჯები გამოიქვითება თუ არა და დღგს ჩათვლა მოხდება თუ არა? ასევე თუ დღგს ჩათვლა არ მოხდა აღნიშნული დღგს თანხა რომელზეც ფაქტურა დაგვიწერეს გამოიქვითება თუ არა ერთობლივი შემოსავლიდან? ძალიან გთხოვთ გაგვცეთ კონკრეტული პასუხი. წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 7 თებერვლის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საგადასახადო კოდექსის 116–ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, გამოქვითოს წარმომადგენლობითი ხარჯები არა უმეტეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 174–ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:

პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by