კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
რეზიდენტობის ცნობის წარდგენა

კითხვა

რეზიდენტობის ცნობა არის ლეგალიზირებული, მაგრამ ჯერ არ არის წარდგენილი საგადასახადო ორგანოში, აუცილებელია არის თუ არა ჯერ საგადასახადო ორგანოში წარდგენა თანხის გადახდამდე, თუ შეგვიძლია ლეგალიზირებული რეზიდენტობის ცნობის საფუძველზე არ დავუკავოთ გადასახადი, და საგადასახადო ორგანოში წარვადგინოთ საანგარიშგებო პერიოდში ( მაგალითად იმ წელს) ? საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N145 თავი II მუხლი 6 პუნქტი 2., არის თუ არა ამ თემაზე სხვა ნორმატივები ან მანუალები?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2012  წლის 18 ივნისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #663 ბრძანების თანახმად (რომელმაც შეცვალა ფინანსთა მინისტრის #145 ბრძანება),  არარეზიდენტის მიერ წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობა უნდა წარადგინოთ საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ე.ი თუ 2012 წელს თქვენ მოგემსახურათ არარეზიდენტი, შეგიძლიათ მასზე გასცეთ საკომპენსაციო თანხა დაუბეგრავად (თუ არარეზიდენტის ქვეყანა წარმოადგენს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების მონაწილე ქვეყანას) და რეზიდენტობის ცნობა წარადგინოთ 2013 წლის 1 აპრილამდე.  ამასთან, ეს ცნობა არ მოითხოვს აპოსტილით დამოწმებას. ზემოარნიშნული ბრძანება შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ საიტზე:  www.matsne.gov.ge.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by