კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
სხვადასხვა
საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა

 

კითხვა

მოგესალმებით, საქართველოს მთავრობის ბრძანება 420 (საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესი), მუხლი 10, პუნქტები 3) და 4) არ არის მკვეთრად გაშიფრული, ანუ მე როცა ჩამომაქვს შაქარი სომხეთიდან ტომრებით, და საქართველოში ვაფასოებ 1 კილოგრამიან პარკებში საცალო გაყიდვებისთვის, წარმოშობის ქვეყანა არის სომხეთი თუ საქართველო? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

თქვენს 2012 წლის 23 ივლისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 420 დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად, წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩა­ითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუ­თული საქონელი. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთ­ხ­ვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმო­შო­ბისაა, რაც საქონელი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხო­ლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონ­ლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემ­თხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური (ღირებუ­ლები­თი) წილის კრიტერიუმი.

შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ნორმები განსაზღვრავს შეფუთვის (და არა საქონლის) წარმოშობას. ხოლო შეფუთვა, ამ ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ გაითვალისწინება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კრიტერიუმის დადგენის დროს.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by