კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული

სსკ მუხლი 82 პუნქტი 1 ქვეპუნქტი ც) 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, რომლის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაქირავებულისათვის გაცემული ანაზღაურება;

 

კითხვა

მარტო ის დაქირავებულები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან რომელიც უშუალოდ მუშაობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაში თუ დირექტორიც, მენეჯერიც, გაყიდვების წარმომადგენელი, მძღოლი, დაცვა და ა.შ.? 

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო

თქვენს 2012 წლის 18  ივნისის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ  სსკ 82–ე მუხლის 1–ლი ნაწილის "ც" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, რომლის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაქირავებულისათვის გაცემული ანაზღაურება.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by