კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
სხვადასხვა
კაპიტალის გაზრდა-შემცირების დაბეგვრა

 

კითხვა

გამარჯობათ, შპს-მ 2011 წლის 5 მარტს გაზარდა კაპიტალი პარტნიორების შენატანებით 1000 ლარით.

1) იბეგრება თუ არა აღნიშნული თანხობრივი შენატანი?

2) თუ 2011 წლის 5 დეკემბერს აღნიშნული პარტნიორები 600 ლარს გამოიტანენ კაპიტალის შემცირების გზით დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია?

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო,
თქვენს 2012 წლის 27 მარტის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა პარტნიორთა შენატანებისა, რომლებიც ზრდიან იმ საწარმოს წმინდა აქტივს, რომელთა პარტნიორებიც არიან შენატანების განმახორციელებელი პირები.

რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

შესაბამისად, თუ ადგილი აქვს სარგებლის მიღებას, ამ შემთხვევაში მიღებული სარგებელი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by