კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
დღგ
დღგ-ს დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილის რეალიზაციის ასახვა

 

კითხვა

მოგესალმებით, მაინტერესებს დღგ-ს დეკლარაციაში სად უნდა აისახოს მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია? წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 21 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ–ის 168–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად,  ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავი–სუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება ან/და იმპორტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსუბუქი ავტომობილის რეალიზაციისას ბრუნვა დღგ–ის დეკლარაციაში აისახება მესამე განაყოფის მე–5 უჯრაში – ,,დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა".





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by