კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
განაცემთა დეკლარირების წესის დაზუსტება

კითხვა

მოგესალმებით, ფიზიკურ პირებზე განაცემების დეკლარირების დროს, უნდა მივუთითოთ ფიზიკური პირების სახელი, გვარი და პირადი ნომერი? აუცილებელია თუ არა მივუთითოთ მისამართი, რადგან ახალ ID ბარათებს არ აწერიათ მისამართები. წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 16 აგვისტოს ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა" ქვეპუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანხმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by