კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
საშემოსავლო გადასახადი
განაცემების დეკლარაციაში მიღებული სარგებლის ასახვა (კითხვა #2)

კითხვა

მოგესალმებით, თვის განაცემთა ინფორმაციაში - "ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ" უნდა მივუთითოთ მხოლოდ თანხის გაცემა, თუ ასევე უნდა მივუთითოთ ნებისმიერი მიღებული სარგებელი, მაგალითად თანამშრომლის კვება უნდა დაჯამდეს და დადეკლარირდეს განაცემებში? წინასწარ დიდი მადლობა.

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 25 სექტემბრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,   ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. რაც შეეხება განაცემთა ინფორმაციის შევსების წესს, ის განსაზღვრულია ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეგიძლიათ მოიძიოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის– საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე: www.matsne.gov.ge -ზე.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by