კითხვა-პარუხი შემოსავლების სამსახურთან

აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და გაიზიაროთ აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შემოსავლების სამსახურთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული საკითხებს საგადასახადო ადმინისტრირების ჭრილში.

 
 
 
 
 
სხვადასხვა
საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა

 

კითხვა

მოგესალმებით, კომპანიას ჩამოტანილი აქვს გასაყიდი საქონელი 5 წლის წინ, რომლის რეალიზაციაც ვერ განახორციელა დღემდე. შეიძლება თუ არა კომპანიამ მოახდინოს აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური მარაგების რეალოზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რომელიც რეალურად ამ საქონლის დღევანდელი საბაზრო ფასია. რამე წინასწარი პროცედურები ხომ არ არის აუცილებელი, მომავალში რომ არ შეიქმნას პრობლემა საბაზრო ფასის რეალურობაზე. წინასწარ დიდი მადლობა

 

პასუხი

ბატონო/ქალბატონო
თქვენს 2012 წლის 16 აგვისტოს ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსკ–ის 145–ე  მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.





 
 
 
 
© Financial Office. All rights reserved. App development by